
რეალი” 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა იურგენ კლოპს, რომელიც სეზონის ბოლოს “ბორუსიას” დატოვებს, იუწყება Radio Deutschland.
წყაროს ინფორმაციით, მწვრთნელი 2018 წლამდე გათვლილ კონტრაქტს დათანხმდა და მისი ხელფასი 8 მლნ ევრო იქნება.
როგორც იცით, “რეალში” კლოპმა კარლო ანჩელოტი უნდა შეცვალოს. გერმანელის გადასვლაზე ოფიციალური განცხადება 2 კვირაში გაკეთდება – გერმანიის თასის ფინალში “ბორუსია” – “ვოლფსბურგის” მატჩის შემდეგ. შეგახსენებთ, ამ სეზონში “რეალმა” ვერც ერთი ჯილდო ვერ მოიგო.
წყარო: Radio Deutschland